შემთხვევა
თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე "ფორდ-ტრანზიტის" და "ოპელის" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.~


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /