შემთხვევა
სოფელ კალაურში მანქანა არხში გადავარდა და 62 წლის მამაკაცი დაიღუპა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში ჟიგულის მარკის ავტომანქანა გადავარდა, რის შედეგადაც ადგილობრივი მკვიდრი, 62 წლის მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

როგორც speqtri.ge-ს სოფელ კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ქევხიშვილმა განუცხადა, მამაკაცი გუშინ ჩალის მოსაჭრელად იყო წასული და მას შემდეგ გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა, მანქანა და ცხედარი სამაშველო ბრიგადამ არხიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კალაური /