უბედური შემთხევა დედოფლისწყაროში - სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა გადაუბრუნდათ
უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. სანადიროდ წასულ
ახალლგაზრდებს მანქანა გადაუბრუნდათ, რის შედეგადაც 35 წლამდე
ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია. მას
მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის
მე6- ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები