ავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში,
საკომენდანტო საათის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ სააათში.
ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა სახის არეში მრავლობითი დაზიანებები
მიიღო. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე
სახელდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები