შემთხვევა
გურჯაანში მომხდარ ავარიას ფეხითმოსიარულე ემსხვერპლა
ქალაქ გურჯაანში ავტოავარიას 60 წლამდე ფეხითმოსიარულე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ,  ე.წ.კოტეხის დასახლებაში მოხდა.
ქალს მანქანა იმ დროს დაეჯახა,  როდესაც საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე  გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


| Print |
FaceBook Twitter Google