შემთხვევა
ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, მანქანაში მყოფი ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე  ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google