შემთხვევა
ავარიის შედეგად თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ოთხი ახალგაზრდა დაშავდა
თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე BMW – ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,ჩვენთან ოთხი ახალგაზრდაა შემოყვანილი, სამი ქალი და ერთი მამაკაცი. რაიმე სერიოზული ტრავმა არ აღენიშნებათ თუმცა პირველადი დახმარება გაეწიათ და მიმდინარეობს დაკვირვება.," - აღნიშნა თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

შემთხვევის გამო, ცენტრალურ მაგისტრალზე დროებით შეფერხებული იყო მოძრაობა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 – ე მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google