შემთხვევა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ტრაქტორი დაიწვა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ტრაქტორს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მინდორში მუშაობდა.
სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე, ნოდარ ბოლღაშვილის კუთვნილი ტრაქტორი მთლიანად დაიწვა. თავად მძღოლმა ალმოდებული ტექნიკა სწრაფად დატოვა და დაზიანება არ მიუღია.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის მიმდებარე ნაკვეთებში გავრცელებულის საფრთხე, მეხანძრე- მაშველებმა დროულად აღკვეთეს.

ხანძრის გამომწვევო მიზეზს გამოძიება დაადგენს. 


| Print |
FaceBook Twitter Google