შემთხვევა
ავარიის შედეგად თელავში შუახნის ქალი დაშავდა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის ქალი დაშავდა. შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, თბილისის ქუჩაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.


| Print |
FaceBook Twitter Google