შემთხვევა
თელავში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა
დღეს დილით, თელავში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ჰონდა" - ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თელავი /