შემთხვევა
ახმეტაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში,  “მინივენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად ავტომობილის ორი მგზავრი დაშავდა.

შედარებით მძიმეა 29 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც სხეულის მრავლობითი მოტეხილობით თელავის  რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაციას უტარებენ. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

| Print |
FaceBook Twitter Google