შემთხვევა
ავარია წინანდალში - 40 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა
ავარია მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა , გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამობრუნდა. 
ავარიის შედეგად დაშავებული 40  წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
დაშავებული სხეულის არეში მიყენებული სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  გადაიყვანა. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google