შემთხვევა
წნორში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის წნორის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე  გამოძიება მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google