შემთხვევა
გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
გურჯაანში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე,კურორტ "ახტალის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, მათთან ორი დაშავებულია მოთავსებილი, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მათ გამოკვლევები ამ წუთებში უტარდებათ.

საავადმყოფოში გადაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, თუმცა  უკვე გარდაცვლილი იყო.               

მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / შსს /