ახალი ამბები
სოფელ ახალსოფელში ხანძარია
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ტყის ქვედა საფარს ცეცხლი უკიდია.  ცეცხლი ადგილობრივებმა შენიშნეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.

მერის წარმომადგენლის მალხაზ მარტიაშვილის  ინფორმაციით,  ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი. მარტიაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. 

რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google