შემთხვევა
ლაგოდეხში სახლი დაიწვა
ხანძარი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში. ცეცხლი ნაბიევების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. დაიწვა შენობის ნაწილი.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
| Print |
FaceBook Twitter Google