შემთხვევა
თელავში რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი უკვე მეორედ ჩამოინგრა
დღეს თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, ახლადრეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი უკვე მეორედ ჩამოვარდა.

დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის რკინის კონსტრუქცია პირველად 21 მარტს ჩამოვარდა. მიზეზად დიდთოვლობა დასახელდა.

“კორპუსის სახურავიდან ჩამოწვა თოვლის მასა, რომელიც დაეცა პირვერ სართულზე არსებულ კომერციული ფართის გადახურვას. შესაბამისი სამსახური მომხდარის მიზეზებს გამოიკვლევს და მივიღებთ გადაწყვეტილებას .ამ კორპუსების გარეფასადები შარშან გაკეთდა. სამუშაოებს შესრულებაზე მომუშავე კომპანიას აქვს საგარანტიო პირობები, ყველაფერს გავარკვევთ და საზოგადოებასაც ვაცნობებთ”-განაცხადა 21 მარტს თელავის მერმა

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი /