ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში უბედური შემთხვევა მოხდა.
3 წლის ბავშვმა, რომელიც 6 წლის დასთან ერთად თამაშობდა,
ფსიქოტროპული წამალი დალია.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძიმე
მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი 4 აპრილის ღამეს, იაშვილის
სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი და-ძმა, სოფელ ახშანში ბებიასთან
იზრდებოდა. ბავშვები ბებიას სოციალურმა სამსახურმა 2020 წელს
გადასცა.
მცირეწლოვნების ოჯახიდან განრიდების მიზეზი, მშობლების ალკოჰოლური
სასმელისადმი მიდრეკილება და არასათანადო პირობებში ცხოვრება
გახდა.
მასალის გამოყენების პირობები