შემთხვევა
გურჯაანში ავარიის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა
გურჯაანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ბავშვი დაშავდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული მოზარდები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.                                                           

"ავარიის შედეგად სამი ბავშვი შემოიყვანეს ჩვენთან. ტვინის შერყევები და მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. რეანიმაცია და ოპერაცია არ იყო საჭირო. პალატაში განაგრძობენ მკურნალობის კურსს,"-აღნიშნა საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა speqtri.ge-სთან.
| Print |
FaceBook Twitter Google