შემთხვევა
ავარიას ლაგოდეხში 35 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა
მახვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბოლქვთან, მოტოციკლი მიკროავტობუსს შეეჯახა,შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ავარიას 35 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გამოძიება სსკ-ის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google