შემთხვევა
გურჯაანში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
დღეს გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მესამე კლასის მოსწავლეს მიკროავტობუსი დაეჯახა. გოგონა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, გელა ორველაშვილის თქმით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

„მდგომარეობა მძიმეა, არის ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მკურნალობისთვის დაგეგმილია მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა ნეიროქირურგიულ სამსახურში.“ - უთხრა speqtri.ge-ს გელა ორველაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.



| Print |
FaceBook Twitter Google