შემთხვევა
გაზის გაჟონვას სიღნაღელი ახალგაზრდა ემსხვერპლა
თბილისში,გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა 18 წლის მათე ბეჟიაშვილია.
გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანიდანაა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კუსტარული წესით დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან, მომწამვლელი ნივთიერების გაჟონვას ემსხვერპლა.

ბეჟიაშვილი, თბილისში, ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი იყო და ბინაში, ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

ბეჟიაშვილის ცხედარი უკვე მშობლიურ სოფელშია გადასვენებული.



| Print |
FaceBook Twitter Google