სოფლის მეურნეობა
აგროდაზღვევა გვალვის გარეშე
მიმდინარე წლიდან გლეხს საშუალება მიეცა ჩაერთოს უპრეცედენტო სახელმწიფო პროგრამაში და მოსავალი სტიქიური უბედურებისგან დააზღვიოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჩამონათვალში გვალვა არ გაითვალისწინეს. პროფესორი ბადრი რამიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კახეთში პროგრამის მუშაობას აზრი ეკარგება.
სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი ვასიკო გოგიაშვილი აგროდაზღვევის პროგრამაში უკვე ჩაერთო, თუმცა თვლის, რომ აუცილებელია მიეცეთ საშუალება მოსავალი გვალვაზეც დააზღვიონ. - "ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობ, სტიქიის ჩამონათვალში გვალვაც უნდა გაითვალისწინონ. კახეთის ბევრ რაიონში გლეხი ნაკვეთის მორწყვას ვერ ახერხებს და მოსავალსაც ვერ იღებს. ამ ზაფხულს ყველაფერი გადახმა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში დაზღვევა ზარალს არ ანაზღაურებს." კარდენახელ ლია მარტაშვილს ნაკვეთი არ დაუზღვევია, მაგრამ მიაჩნია, რომ კახეთის ძირითადი პრობლემა გვალვაა. - "აგროდაზღვევა ძალიან მომწონს, ეს გლეხებისთვის შვებაა. მაგრამ ცუდია, რომ გვალვას არ ეხება. წელს ჩვენთან ისეთი სიცხე იყო, მარტო ყურძენი კი არა, ვაზიც გადაახმო."- აღნიშნა მან.

აგროდაზღვევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, "სპექტრი" ორ სადაზღვევო კომპანიას რიგითი მოქალაქის სტატუსით ესაუბრა. "ვენახის შემთხვევაში დაზღვევა სეტყვაზე, ქარიშხალსა და წყალდიდობაზეა შესაძლებელი. თქვენთან, გურჯაანში, წყალდიდობა ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება ქარიშხალს, 25 მ/წმ-ზე მეტი თუ იქნება, ზარალი ჩვეულებრივ ანაზღაურდება. ჰექტარზე 35 ლარია გადასახდელი, დანარჩენს სახელმწიფო იხდის. სეტყვის შემთხვევაში 30 ლარის გადახდა მოგიწევთ თქვენ, 480-ს კი სახელმწიფო დაფარავს. 100%-იანი ზარალის დროს, 6 000 ლარი აგინაზღაურდებათ. დაზღვევა ძალაში შედის მაშინ, როცა ხორბალი "გამოხორბლის" ფაზას მიაღწევს. გვალვას აგროდაზღვევა არ ითვალისწინებს, თუმცა ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. ზემოთ აღნიშნულ სტიქიებს ციტრუსის შემთხვევაში ყინვა ემატება. დაზღვევის თანხის გადახდა ფართობისა და მოსავლიანობის მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ ჰექტარზე ყურძნის მოსავალი 10 ტონაა და 1.20 ღირს, გამოდის 12 000 ლარი. Aამ შემთხვევაში გადაიხდით თანხის ნახევარი პროცენტის, ანუ 6 000 ლარის, ნახევარ პროცენტს, 30 ლარს. სახელმწიფო თქვენ გადაგიხდით 6%-ს, 480 ლარს"- განმარტეს "აი სი ჯგუფში".

"სპექტრი" "ჯი პი აი ჰოლდინგსაც" დაუკავშირდა. "კახეთში დაზღვევა სამ სტიქიას ეხება, ეს არის: სეტყვა, ქარიშხალი და ჭარბი ნალექი. ყველა სადაზღვევო ერთი და იმავე პროგრამით ვმუშაობთ, რაც გვალვის რისკს არ ითვალისწინებს. მიმდინარე წელს რა შემთხვევებიც იყო კახეთში ვენახთან დაკავშირებით, ეს გვალვას არ გამოუწვევია, რადიაციის გამო მოხდა. გვალვა, როგორც ასეთი, შედის ხოლმე სტანდარტულ დაზღვევაში, მაგრამ გარკვეული პირობებით."

აგროდაზღვევას კიდევ ერთი პუნქტი რომ უნდა დაემატოს, ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილიც საუბრობს.
"გლობალური დათბობის შედეგია ის, რაც გვალვის გამო სიღნაღისა და დედოლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხდება. ეს საკითხი გარემოს დაცვის კომიტეტზე დავაყენეთ, ვმსჯელობდით გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. რა რადიაციაზე საუბრობს ეს სადაზღვევო კომპანია?! მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს აგროდაზღვევის პროგრამა, მაგრამ ცუდია, რომ გვალვას არ ითვალისწინებს. ისიც ისეთივე სტიქიური უბედურებაა, როგორც სხვა დანარჩენი, ადამიანის უსაქმურობით არ არის გამოწვეული. ჩვეულებრივი კლიმატური მოვლენაა, თუ ვინმემ არ იცის, წაიკითხოს კლიმატოლოგია და ნახავს, რომ კლიმატის გამოვლენაა თოვლი, წვიმა, ქარი, გვალვა და ა.შ. ჯი პი აი-ს საიდან მოაქვს ასეთი უაზრო დასკვნები?! მაშინ აგვიხსნას, რომელი რადიაცია მივიღეთ ქიზიყში და შედეგიც დაგვიდოს, რა მოგველის! საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირს და კახეთის ფერმერთა ასოციაციას გვინდა, რომ აგროდაზღვევა იყოს სრულყოფილი. მიგვაჩნია, რომ ერთი პუნქტი კიდევ უნდა დაემატოს და ეს უნდა ეხებოდეს გვალვისგან მიყენებულ ზარალს. თუ სადმე სარწყავი ტერიტორიებია, გლეხმა არ გამოიყენა და ამის გამო არ მოვიდა მოსავალი, შეიძლება მას არ მიეცეს დაზღვევა, მაგრამ იქ, სადაც არ არის _ ეს აუცილებელია. ქიზიყში გვალვის გამო განადგურდა მარცვლოვანი კულტურები, (როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო) ვენახები, დღესაც ვაზზეა დარჩენილი გამხმარი ყურძენი. განადგურდა საძოვრებიც, სწორედ ესაა სტიქიური უბედურება, ყველაზე დიდი დარტყმა ქიზიყისთვის, რაც გაუდაბნოების დასაწყისია. იციან, რომ ეს შეუქცევადი პროცესია და გვალვა ამიტომ არ შეიტანეს დაზღვევაში."-აღნიშნა მან.

პროფესორ ბადრი რამიშვილის განმარტებით, თუკი კახეთში დაზღვევა არ ეხება გვალვას, მაშინ პროგრამას მნიშვნელობა ეკარგება.
"მე ვმუშაობდი დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში. კახეთში სტიქიის 80% გვალვაზე მოდიოდა. მაგრამ გვალვა, როგორც ასეთი, სადაზღვევო შემთხვევებში განხილული არ არის. ადამიანური მოღვაწეობით მისი დაძლევა შეიძლება. სადაზღვევო საქმიანობას თუ დოგმატურად მივყვებით, გვალვა არ უნდა იყოს აგროდაზღვევაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ თუ კახეთის მიმართ გვალვას გამორიცხავ, მაშინ არანაირ დაზღვევას აზრი არ აქვს. დანარჩენი სტიქია კახეთში ფაქტობრივად არც გვხვდება. სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს განსაკუთრებული ფორსმაჟორული სიტუაციები მთლიანად საქართველოში, უნდა აანაზღაუროს ის დანახარჯები, რომელიც კვლავ მისცემს გლეხს წარმოების საშუალებას. როდესაც ამ პროგრამის განხილვა მიმდინარეობდა, შეხვედრას მეც ვესწრებოდი, აღვნიშნე, რომ პროგრამა უნდა გაკეთდეს კომლექსში, საჭიროა ჩამოყალიბდეს ერთი ორგანიზაცია, რომელიც დაზღვევას, მელიორაციას, ირიგაციას და თუნდაც ვეტერინარიას გააერთიანებს, ანუ იმ სფეროებს, რაც სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს."- გვითხრა მან.

აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერის, ლევან მაღრაძის განმარტებით, შესაძლოა, მომავალში აგროდაზღვევა გვალვასაც შეეხოს. "რაც უფრო იზრდება რისკების რაოდენობა პროგრამაში, იზრდება მისი ფასიც. გვალვა, რომ ჩაგვესვა, დაზღვევის ფასიც ცალსახად განსხვავებული იქნებოდა. ჩავთვალეთ, რომ პირველ ეტაპზე საშუალო დონის პაკეტი შეგვეთავაზებინა. ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც დაიხვეწება, საკითხზე ვიმუშავებთ და გვალვის დამატებასაც განვიხილავთ."

როგორც "სპექტრთან" საუბრისას ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი განმარტავს, სოფლის მეურნეობის მინისტრს სურდა აგროდაზღვევის ნუსხაში გვალვისგან დაზიანებული მოსავალიც შესულიყო, თუმცა ამის უფლება საერთაშორისო დონორებმა არ მისცეს, რადგან 21-ე საუკუნეში სარწყავი სისტემის არარსებობა წარმოუდგენელია. სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია კახეთში მასშტაბური პროექტების განხორციელებას გეგმავს. თუმცა, ირინე ფხოველიშვილის თქმით, პროცესს დიდი დრო დასჭირდება, ამიტომ გვალვა აგროდაზღვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს, საირიგაციო სისტემის ამოქმედების შემდეგ კი ეს პუნქტი შეიძლება ამოიღონ. დაემატება, თუ არა პროგრამას გვალვა, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ ფერმერებთან ერთად ამას სპეციალისტებიც ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. მისი ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე სუბსიდირებას სთავაზობს. ამასთან, სახელმწიფო სუბსიდირების მაქსიმალური ლიმიტი კერძო ფერმერებისთვის - 30 ათასი, ხოლო კოოპერატივებისთვის 50 ათასი ლარია. პროგრამაში ხუთი სადაზღვევო კომპანიაა ჩართული: "ჯიპიაი ჰოლდინგი", "ალდაგი ბისიაი", "აისი ჯგუფი", "ქართუ ჯგუფი" და "ირაო".
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.