საზოგადოება
საფრანგეთის ვიზას საქართველოს მოქალაქეები ორ დღეში მიიღებენ
საფრანგეთმა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების ვადები შეამცირა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა. ეს გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთად, სომხეთს, თურქეთს, ვიეტნამსა და ინდონეზიის მოქალაქეებს შეეხებათ.

ამ ქვეყნების მოქალაქეები ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ. გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მოტივით ახსნა. საფრანგეთის ხელისუფლების მიზანს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდა წარმოადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google