საზოგადოება
არადეკლარირებული ოქრო ლაგოდეხის საბაჟოზე
საბაჟო გამშვები პუნქტის, "ლაგოდეხის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ე.-ის კუთვნილი ხელჩანთის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები და ბიჟუტერია აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3958,89 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3958.89 ლარის ოდენობით.
| Print |
FaceBook Twitter Google