საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს
ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს.
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. დღესასწაულზე ეკლესიაში წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს გაწმენდს, სულიწმინდა კი გონებისთვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნათლისღება /