საზოგადოება
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სილამაზის სალონები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული სილამაზის სალონების შემოწმება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ სპექტრი.გე-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში განუცხადეს. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ოპერატორებს საქართველოს მთავრობის # 473-ე დადგენილება უკვე გააცნეს.
"გურჯაანის მუნიციპალურ ერთეულზე 54 ოპერატორი გვყავს აღრიცხული. თუმცა ეს ბაზა სრულყოფილი არ არის და ალბათ კიდევ დაემატება. ჩვენ დავიბარეთ ისინი და გავაცანით ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარულ ნორმებს ითვალისწინებს. მათ ხელმოწერით დაგვიდასტურეს, რომ დადგენილებას გაეცნენ. ამჟამად ველოდებით გარკვეულ რეკომენდაციებს და კითხვარებს, რომლის მიხედვითაც მათ ადგილზე შევამოწმებთ."-გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა.
როგორც ჩვენთან საუბარში სილამაზის სალონის მომსახურე პერსონალმა აღნიშნა, რეგლამენტის შინაარსი და მოთხოვნები მათთვის ცნობილია და ცდილობენ ამ სტანდარტების შესაბამისად იმუშავონ.
გთავაზობთ, იმ მოთხოვნების ჩამონათვალს, რომელსაც ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონი 15 იანვრიდან ამოქმედდა.

| Print |
FaceBook Twitter Google