საზოგადოება
კოლეჯ "აისსა" და შპს "ავანგარდს" შორის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ ,"აისში" გაიმართა ღონისძიება "მეგობრობა გზად და ხიდად".  რომლის მიზანი პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების როლისა და ჩართულობის კიდევ უფრო გაზრდა, შემოქმედებით წრეებში კოლეჯ "აისის" ცნობადობის გაზრდა და შემოქმედებითი ინტელიგენციის მხარდაჭერის მოპოვება იყო.
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "აისსა" და შპს "ავანგარდს" შორის. კოლეჯ ,,აისის" დირექტორმა ნათელა პაპუნაშვილმა ისაუბრა იმ მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც წლების განმავლობაში დამყარდა კოლეჯ "აისსა" იმ დამსაქმებლებს შორის, რომელთა კომპანიებშიც საქმდებიან კოლეჯის კურსდამთავრებულები.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები: თინათინ მღვდლიაშვილი, მანანა დუმბაძე, მაკა ბლიაძე, დავით ასპანიძე, ელდარ ქავშბაია, ბელა ალანია, ეკა ფხალაძე და სხვები. მათ დაათვალიერეს ხელოვნების სასახლეში გამოფენილი კოლეჯ "აისის" სტუდენტების მიერ დამზადებული მინანქრისა და თექის ნამუშევრები.

ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა სტუმრებს გააცნეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზა. მოეწყო ტური კოლეჯ "აისის" აგროტურისტულ ცენტრში -ზიარში. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა კოლეჯის მეღვინის სპეციალობის სტუდენტების მიერ ჩამოსხმული ევროპული და ტრადიციული მეთოდებით დაყენებული ღვინოებისა და კოლეჯში დამზადებული საკონსერვო ნაწარმის დეგუსტაცია. პარალელურად გაიმართა მხატვრული ღონისძიებები.

ღონისძიებას კოლეჯ "აისის" დამსაქმებლები: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის "ალაზანჰესის" დირექტორი ხვიჩა საჯაია, შპს "ზედაშეს" დირექტორი გიორგი ჭიჭილაშვილი, შპს "ზედაშეს" მეღვინე-ტექნოლოგი მაია ბაიდოშვილი, შპს ქინძმარაულის მარნის ლაბორატორიის დირექტორი - ელენე ქიტიაშვილი, ტურისტული კომპანია Gთშ-ის დირექტორის მოადგილე ნატალია შენგელია და შპს ავანგარდის დირექტორი ბესიკ ვერძეული ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კოლეჯი აისი /