საზოგადოება
ბოდბეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში 2015-2016 წელს ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ, საბავშვო ბაღი მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშვილმა გახსნა. სოფელ ბოდბის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის იატაკი, კარ-ფანჯარა, სამზარეულო, სველი წერტილები და საკლასო ოთახები მოწესრიგდა. გარემონტების შემდეგ შენობაში ახალი ინვენტარი განთავსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა.
გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი და გამგებლის მოადგილე ეკა ჩახნაშვილი ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google