საზოგადოება
წიგნის პრეზენტაცია თელავში
29 თებერვალს 15:30 საათზე თელავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია "რადარამი" ტომ ვანდერბილდის წიგნის პრეზენტაციას "საგზაო მოძრაობა (რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ)"გამართავს. წიგნი ეხება საგზაო მოძრაობას, მძღოლების მართვის მანერასა და ამ ყველაფრის კავშირს მათსავე ფსიქოტიპთან. წარდგენილ წიგნს სტუმრები საჩუქრად მიიღებენ. მომხსენებლები, წიგნის წინასიტყვაობის ავტორი ნათია სააკაშვილი და რადარამის წარმომადგენელი მარიამ ადუაშვილი  ამ წიგნის აქტუალობაზე და ქართული საზოგადოებისთვისმის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

"რადარამი" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თარგმნის და გამოსცემს უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურას ქართულ ენაზე. წიგნები ისეთ აქტუალურ თემებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება და ფსიქოლოგია.
ორგანიზაცია წიგნების გავრცელებას საქართველოს ყველა რეგიონში ისეთ ფასად აპირებს , რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება .
| Print |
FaceBook Twitter Google