საზოგადოება
რა ქონებას ფლობს გურჯაანის პოლიციის უფროსი
speqtri.ge თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას აგრძელებს. ამჯერად კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, რომელიც გასული წლის 15 მაისსა შევსებული.

მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ფართობი - 532 კვ.მ, სახლი ამავე მისამართზე, 204.90კვ.მ ფართობით. ასევე ნაკვეთი წნორში, რუსთაველის ქუჩაზე, 700 კვ.მ ფართობით და საცხოვრებელი სახლი ამავე მისამართზე, რომლის ფართობიც 214.80 კვ.მ-ია.

დეკლარაციის შევსების მომენტში კრაწაშვილს ბანკ რესპუბლიკაში ანაბარის სახით 2500 დოლარი კრედიტი ჰქონდა.

2014 წელს გიორგი კრაწაშვილმა სამუშაოს ანაზღაურებისთვის 28738.35 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ თამარ ნაცვლიშვილმა (თელავის #9-ე საჯარო სკოლის პედაგოგი) 4320 ლარი, დედამისმა ნათელა კრაწაშვილმა (თელავის #6 საბავშვო ბაღის ექთანი) 3600 ლარი, მამამისმა ბეჟან კრაწაშვილმა (შპს ნიკორა კახეთის იურისტი) 10200 ლარი.

გურჯაანის პოლიციის უფროსმა 2012 წელს ბანკ რესპუბლიკაში სამომხმარებლო სესხი აიღო 11400 ლარის ოდენობით, რის დასაფარადაც 2014 წელს 4452 ლარი გადაიხადა.
| Print |
FaceBook Twitter Google