საზოგადოება
7 მიწის ნაკვეთი, 25 000 დოლარი და 100 000 ლარი- თელავის დეპუტატის ქონება
გთავაზობთ თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარსაა შევსებული.
მის მფლობელობაშია:
საცხოვრებელი სახლი თელავში იყალთოს ქუჩაზე, ფართობი - 530 კვ.მ,
მიწის ნაკვეთი ალავერდში, ფართობი - 85000 კვ.მ,
მიწის ნაკვეთი ყვარელში, ფართობი 100000 კვ.მ
მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ფართობი - 9000 კვ.მ,
მიწის ნაკვეთი თეთრწყაროში, პანტიანში ფართობი - 10000კვ.მ,
მიწის ნაკვეთი ალავერდში. ფართობი - 900 კვ.მ.
არასაცხოვრებელი ფართი ალავერდში ფართობი 900 კვ.მ.
ავტოფარეხი თბილისში ნუცუბიძის 5მ/რ-ში, ფართობი - 15 კვ.მ.
მიწის ნაკვეთი თელავში, ფართობი 4500 კვ.მ,
მიწის ნაკვეთი თელავში, იყალთოს ქუჩაზე ფართობი 1316 კვ.მ.
მეუღლის ნატო თხლაშიძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ნუცუბიძის 5მ/რ-ში, ფართობი 150 კვ.მ.


გელა სამხარაულს ეკუთვნის მიკრო ავტობუსი Ford და ავტომანქანა Lexus, მეუღლეს Nissan და მსუბუქი ავტომანქანა Toyota.
მაჟორიტარ დეპუტატს დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფულის სახით 25000 დოლარი და 100 000 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს კი 20 000 ევრო და 10 000 ლარი.
დეპუტატს ოთხი შ.პ.ს. აქვს, თუმცა დეკლარაციის მიხედვით გასულ წელს ამ კომპანიებიდან შემოსავალი არ მიუღია.
მისმა მეუღლემ 2015 წელს თიბისი ბანკში სესხი აიღო სწავლის გადასახადისთვის 10 100 ლარის ოდენობით და მის დასაფარად 5450 ლარი გადაიხადა.
მაჟორიტარმა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან გასულ წელს 157 000 ლარი შემოსავალი მიიღო.
მისი მეუღლე ნატო თხლაშიძე BP საქართველოს სოციალური საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელია, მან გასულ წელს შრომის ანაზღაურებისთვის 124 237ლარი მიიღო, ხოლო გელა სამხარაულმა 62 790 ლარი.
მას და მის მეუღლეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 72 496 ლარი, 2227 ევრო და 5284 აშშ დოლარი ერიცხებათ.
ნატო თხლაშიძე წილს ფლობს კომპანია ბრითიშ პეტროლეუმში. ფასიანი ქაღალდების რაოდენობაა 2168. თითოეული უდრის 5 ფუნტს. აღნიშნული ვალუტის დღევანდელი კურსია 3.48 ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google