საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის ელჩი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.

შეხვედრა პროექტ „პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ და „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“ ახორციელებენ.

პანკისელი ახალგაზრდების სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩართვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე თვეებია მონაწილეობს. სამინისტროს წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ქართულ ჯარში და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღების წესებსა და პირობებზე რეგულარულად ესაუბრებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google