საზოგადოება
21 მარტი-ქართული ჟურნალისტიკის დღე
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ეს თარიღი 1993 წლიდან აღინიშნება. მისი დაარსება ჟურნალისტიკის ფედერაციისა და თბილისის უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება. 

"თითქმის ოცი წელია, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში ვარ.  ამ პერიოდის განმავლობაში, ეს დარგი  ისევე ვითარდებოდა, როგორც ქართული საზოგადოება.  ჟურნალისტიკა არ არის ადვილი პროფესია.  ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს.  ჟურნალისტის ერთმა არასწორად დაწერილმა ფრაზამ, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ჩვენს საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.  ყველა ჟურნალისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ პროფესიულ წინსვლას."-აცხადებს მედიაგამოცემა "სპექტრი"/speqtri.ge-ს  დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი. 



| Print |
FaceBook Twitter Google