საზოგადოება
სიღნაღში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გაიხსნა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში  „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა“ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა.
პრეზენტაციას ამერიკის ელჩი იან კელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერია კვარაცხელია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ესრებოდნენ.

თავშესაფრის გახსნა სახელმწიფო ფონდის, გაეროს ქალთა ფონდის და აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა.

ოჯახური ძალადობის თავშესაფარი საცხოვრებელის გარდა, ბენეფიციარებს კანონიერი ინტერესების დაცვას, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფს.

თავშესაფარი  10-12 ბენეფიციარზეა გათვლილი.
| Print |
FaceBook Twitter Google