საზოგადოება
გურჯაანში სპორტსკოლების ოპტიმიზაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა იწყებს სამი ააიპ-ის რეორგანიზაციას : "გურჯაანის სპორტსკოლა", "რევაზ მინდორაშვილის სახელობის გურჯაანის ჭიდაობის სკოლა" და "გურჯაანის სპორტკომპლექსი" ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა განაცხადა, ოპტიმიზაციის დასრულების ვადები ჯერ ცნობილი არ არის.

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობას მისცა ნებართვა, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ რეორგანიზაცია. ეს გულისხობს სამი ააიპ-ის გაერთიანებას. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროცედურები. ამის შემდეგ გამგებელი გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაითქმება რეორგანიზაციის ვადა. საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთი აიიპ-ი. ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ არის ცნობილი,"-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აგვისტოში კიდევ ორი აიიპ-ის "სამუზეუმო გაერთიანების" და საბიბლიოთეკო გაერთიანების" რეორგანიზაცია მოხდა.



| Print |
FaceBook Twitter Google