საზოგადოება
საქართველოს ”112”-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტი, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა.
6 აპრილს, პრაღაში, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს „112“ ნომინაციაში - „ინოვაციური სერვისი“ სმს და ვიდეოზარის სერვისით - საუკეთესოდ აღიარეს.

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) დაჯილდოების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ატარებს. სპეციალური ჯილდო კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს, დისპეტჩერებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის იმ ცენტრებს გადაეცემათ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ერთიანი საგანგებო ნომრის - „112“-ის მომსახურების გაუმჯობესებისა და ცნობადობის გაზრდის პროცესში.

საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 112 /