საზოგადოება
ქალი, რომელმაც სამი ტყუპი გააჩინა, პანკისელია
26 წლიანი ლოდინის შემდეგ, 45 წლის ცირა მუზიკაშვილი ერთდროულად სამი ტყუპის დედა გახდა. აბდულ ქერიმ, მუჰამედ და მელინა მუზიკაშვილები ღუდუშაურის კლინიკაში თვენახევრის წინ დაიბადნენ.

"- მთელი ჩემი ცხოვრება ვნატრობდი შვილს და ვერც ვიფიქრებდი, ერთად სამი შვილის დედა თუ გავხდებოდი. თავდაპირველად მითხრეს, ორი ბიჭი და ერთი გოგო გეყოლებაო, შემდეგ კი პირიქით. პირველი აბდულ ქერიმი დაიბადა, შემდეგ მუჰამედი, მეგონა მესამეც ბიჭი იქნებოდა და ჩემმა ექიმმა რეზო სულუხიამ თქვა, ფუფალა დაიბადაო, ძალიან გამეხარდა. მუჰამედი - 1.700, მელინა - 1.600, აბდულ ქერიმი კი 1.500 გრამი დაიბადა. ბიჭებს ჩემმა მამამთილმა შეურჩია სახელი. გოგონას - მე. ინვიტრო განაყოფიერების პირველი ორი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, მესამედ გამიმართლა. ასე მგონია, ჩემზე ბედნიერი არავინ არის. მინდა ვიყვირო, მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩემი ბედნიერება. მემკვიდრე ყველას უნდა, პანკისში კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ქალს შვილი არ უჩნდება, მამაკაცს მეორე ცოლი მოჰყავს. თუმცა, ჩემს ოჯახში ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა."-
განუცხადა „ambebi.ge“- ს ცირა მუზიკაშვილმა.

ცირა მუზიკაშვილი და მისი მეუღლე თენგიზ გაურგაშვილი პანკისის ხეობაში ცხოვრობენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი /