საზოგადოება
სირიაში 39 წლის პანკისელი მამაკაცი დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 39 წლის ვახა ბუგიევი დაიღუპა. ბუგიევი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა.

მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა. ოჯახმა ბუგიევის გარდაცვალების ამბავი წუხელ გვიან ღამით გაიგო.

როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან.

"ვიცოდი, რომ წინუბანში ცხოვრობდა, ჰყავდა ცოლ-შვილი, სირიაშიც, მგონი, რამდენიმეჯერ საომარ ოპერაციებშიც მონაწილეობდა და დღეს გავიგე, რომ დაღუპულა, რა ვითარებაში, ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, დაბომბვისას,“ - აცხადებს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სირია / პანკისი /