საზოგადოება
ყვარელში 1 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ
გუშინ ღამით გარდაცვლილი 1 წლის ბავშვის ოჯახი ყვარლის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, მათ შვილს საავადმყოფოში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა მას ვერც დიაგნოზი დაუსვეს და ვერც დროული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

პატარას  ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ  თბილისში რეანობოლით გადაიყვანეს. თუმცა მშობლების განცხადებით, მკურნალობა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა.

აღნიშნულ ბრალდებებზე ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google