საზოგადოება
საჩივრის წარდგენა საჯარო რეესტრში ინტერნეტით იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებულ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გააგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროგრამაში მომხმარებლის პერსონალური გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი კი პიროვნების გვერდზე აისახება.

პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ არის შექმნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google