საზოგადოება
"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს ორსართულიანი მატარებლებით მოემსახურება
"საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.

"ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე."
- განმარტავენ "საქართველოს რკინიგზაში"

მათივე ინფორმაციით აღნიშნული მატარებლებით მგზავრობა ივლისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი, ბილეთის ფასი იგივე დარჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მატარებელი /