საზოგადოება
სტიქია გავაზში [Video]
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდინარე ფატმასური ადიდდა. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.

როგორც გამგებლის მოადგილე, ოთარ ბუჯიაშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, დაახლოებით 50-მდე ოჯახია დაზარალებული.
„მაშველები ღამის 2 საათიდან მუშაობენ. ისინი დატბორილი სახლებიდან ტუმბავენ წყალს. რამდენადაც ვიცი, არც საქონელი და არც ფრინველი არ დახოცილა. თუ მოსახლეობისგან განაცხადი შემოვიდა, კომისია აუცილებლად დაითვლის ზარალს. ამჟამად სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მუშაობს სპეცტექნიკა, რომელიც წყლის კალაპოტს აღრმავებს, რომ ასეთი საშიშროება აღარ განმეორდეს. “-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მდინარე ფატმასური დახლოებით ათი წლის წინაც ადიდდა.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
| Print |
FaceBook Twitter Google