საზოგადოება
კახეთის ენერგოდისტრიბუცია შაშიანელებს პასუხობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მცხოვრებლები კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამო ზარალის ანაზღაურებას თხოვენ. კახეთის ენერგოდიტრიბუცია კი ვერ ხვდება, რის გამო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე გვესაუბრა,

"სტიქიისას დაზიანდა ქსელი, აღდგენის შემდეგ ხარვეზი მაინც დარჩა. შაშიანში მოკლე ჩართვის გამო მთელი კაბელი დაიწვა. ამის შემდეგ ხელახლა აღვადგინეთ ხაზი. როდესაც ელექტროენერგია ჩაირთო, რამდენიმე მოსახლემ გამოთქვა პრეტენზია, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაეწვათ. ჩართვის მომენტშივე გავზომეთ ფაზებს შორის ძაბვები, ყველა პარამეტრი დამაკმაყოფილებელი იყო. ძაბვის ცვალებადობას ადგილი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება სამოქალაქო სარჩელი აღძრან, ან ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს. ეს მათი უფლებაა, ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. ვერ გეტყვით რამ განაპირობა ის, რომ მათ ტექნიკა დაუზიანდათ. მე არავის ვადანაშაულებ, მაგრამ შეიძლება მანამდე იყო დამწვარი. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, უბრალოდ ვერ ვხედავთ, რაში ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა." - აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის მცხოვრებლებს მაღალი ძაბვის გამო 24 აპრილს ტექნიკა დაუზიანდათ. ზარალის ასანაზღაურებლად ზოგიერთმა კახეთის ენერგოდისტრიბუციას უკვე მიმართა.
| Print |
FaceBook Twitter Google