საზოგადოება
სვავი მიხო ვაშლოვანის ეროვნულ პარკში დაბრუნდა
დაცული ტეროტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სვავი მიხო პაკისტანის საზღვრამდე ჩაფრინდა, შემდეგ კი ვაშლოვანის ეროვნულ პარკს დაუბრუნდა.
სააგენტოს ცნობით, მიხოს გადაადგილების შესახებ ინფორმაცია სპეციალურად დამონტაჟებულმა გადამცემმა შეატყობინათ, რომელიც სვავს ევრო-დიპლომის მფლობელ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, პროექტის „ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში დაუმაგრდა.

პროექტს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ესტონურ არასამთავრობო ორგანიზაცია „არწივის კლუბთან“ ერთად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაშლოვანი /