საზოგადოება
„მაცივარში ყველაფერი აგვიყროლდა“- ორდღიანი უშუქობა „ჭორტაულას“ უბანში
სოფელ კოლაგში „ჭორტაულას“ უბნის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ისინი ენერგოდისტრიბუციის თანამშრომლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„გუშინ დიდი ქარი რომ იყო შუქი მაშინ გაითიშა და მას მერე აღარ მოსულა. მონტიორს რამდენჯერმე დავურეკეთ, გვითხრა არ მოსულა. ამის შემდეგ კი ზარებსაც აღარ პასუხობს. მაცივარში ყველაფერი აგვიყროლდა და გადასაყრელი გახდა. დედაჩემი ავადმყოფი ქალია, ნერვიულობისაგან გუშინ ისე ცუდად გახდა ძლივს მოვაბრუნეთ. ჩვენი სატკივარი გულთან არავის არ მიაქვს. ყურადღებას არავინ გვაქცევს - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნინო მინდორაშვილმა.

speqtri.ge "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ბექა ბარამიძეს დავუკავშირდით. ის საკითხში გარკვევას დაგვპირდა. მკითხველს ამის შესახებ დამატებით ვაცნობებთ. ანალოგიური პრობლემა იყო გურჯაანის რამდენიმე უბანში. ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, უშუქობის გამო ნაყინი გადნა და გადასაყრელი გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კოლაგი / დენი /