საზოგადოება
უბედურ შემთხვევას ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხადას ხეობაში უბედურ შემთხვევას ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”2030”-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა.

ზვიად თხელიძე დუშეთში რეპორტაჟს ამზადებდა და მდინარეში გადასაღები აპარატი ჩაუვარდა. მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ადგილზე 50-მდე მაშველი მუშაობდა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს, დილის 06:00 საათისთვის იპოვეს. speqtri.ge მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს განსვენებულის ოჯახს.


| Print |
FaceBook Twitter Google