საზოგადოება
90 წლის მოხუცს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს [Video]
90 წლის ნატო ქუმსიაშვილი გურჯაანში, გურამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი სოციალურ დახმარებას რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა, თუმცა სამი წლის წინ შეუწყვიტეს.

როგორც თავად ამბობს, უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება. პენსია წამლისა და კომუნალური გადასახადებისთვის არ ჰყოფნის.

გურჯაანის სოციუალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ მას შეუძლია განაცხადი შეიტანოს და სოციალური აგენტი ხელახლა გადაამოწმებს.

| Print |
FaceBook Twitter Google