საზოგადოება
უკრაინელი ჟურნალისტები ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნენ
კახეთს უკრაინელი ჟურნალისტების ჯგუფი სტუმრობს. ჟურნალ ,,დრინქსის" თანამშრომლებმა წინანადალში ღვინის კომპანია ,,შუმი" დაათვალიერეს და  ქართული ტრადიციული ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნენ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი მეღვინეობასა და მევენახეობის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.


,,ხშირად არ გვეძლევა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. ბევრი ნაკვეთი ვნახეთ, რომელიც ღვინის კომპანიების მფლობაშია. დავათვალიერეთ თავად ქარხნები და ღვინის დამზადების ტექნოლოგიებს გავეცანით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სტატიებს დავწერთ საქართველოზე და ვაზის მოვლის კულტურაზე"- ამბობენ ჟურნალ ,,დრინქსის" ჟურნალისტები.


| Print |
FaceBook Twitter Google