საზოგადოება
ოთხი ვაკანსია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ხელფასი 350 ლარიდან  970 ლარამდე მერყეობს.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

1. გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ძირკოკის ადმინისტრაციულ ერთეულში;

2. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში;

3. გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გზების და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

4.გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში;

კონკურსი სამ ეტაპს განაცხადების გადარჩევას ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 

დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაკანსია /